ანა დოლიძე – ქვეყანაში საჭიროა საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა

პარტია ,,ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს.
როგორც დოლიძე აცხადებს, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა.
’’ევროკავშირი არ არის მარტო პოლიტიკა, ევროკავშირი არ არის მარტო დემოკრატიაზე ლაპარაკი, სინამდვილეში ევროკავშირი არის სოციალურ-უფლებათა პაკეტი, სადაც მსგავსი უბედურებები გამოსახლებასთან დაკავშირებით არ ხდება იმიტომ, რომ სოციალური პაკეტი არსებობს. უამრავი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში არ ჩავარდეს. სწორედ, ამიტომ უნდა მივიღოთ სოციალური პაკეტები და მათგან სწორედ ერთ-ერთი არის საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა. ადამიანი სამსახურს რომ დაკარგავს და იქნება უმუშევარი, არ შეეშინდება რომ ჩავარდება ვალში, ვინაიდან მას, სწორედ, უმუშევრობის დაზღვევა დაიცავს. ეს არის კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით“, – აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია ,,ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ