“ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება” – საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდათ ვიზა – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს ახსენებს, რომ ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება.
“ამერიკის შეერთებული შტატების კანონების დარღვევამ, შესაძლოა სერიოზული შედეგი იქონიოს თქვენს ვიზაზე. თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდათ ვიზა, გაგაძევონ ქვეყნიდან და ვეღარ შეძლოთ აშშ-ის ვიზის მიღება მომავალში.
დაიცავით წესები და არ დააყენოთ თქვენი მოგზაურობა რისკის ქვეშ. ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება”, – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.