ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის საშიშროებაზე აფრთხილებს

საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის საშიშროებაზე აფრთხილებს

საქართველოს საელჩომ ესპანეთში 16 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით კი გალისიაში, კასტილია და ლეონსა და ექსტრემადურაში გააქტიურებულია ტყის ხანძრები და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განგაშის მაღალი დონე აქვს გამოცხადებული.
საელჩო მოქალაქეებს სთხოვს, გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდონ ხანძრების ზონებს და გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები.
ესპანეთში ახლა, სულ მცირე, 14 დიდი ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა 1500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. დაიღუპა შვიდი ადამიანი.
ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე ამჟამად ტემპერატურა 40 გრადუსამდე სიცხეს აღწევს და ვარაუდობენ, სიცხე ორშაბათამდე შენარჩუნდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.