არქივი13 აგვისტო, 2025, 14:13
„ამერიკის შეერთებული შტატების კანონების დარღვევამ, შესაძლოა სერიოზული შედეგი იქონიოს თქვენს ვიზაზე“ – საქართველოში აშშ–ის საელჩო

„ამერიკის შეერთებული შტატების კანონების დარღვევამ, შესაძლოა სერიოზული შედეგი იქონიოს თქვენს ვიზაზე“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
„თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდეთ ვიზა, გაგაძევონ ქვეყნიდან და ვეღარ შეძლოთ აშშ-ის ვიზის მიღება მომავალში.
დაიცავით წესები და არ დააყენოთ თქვენი მოგზაურობა რისკის ქვეშ. ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება“ – წერს საელჩო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.