საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს – ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
„ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსა, ასევე ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა. გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: საქართველოს საელჩო: +34691387221; სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…