“ალ-შიფას” კლინიკა ისრაელის ტერიტორიიდან გატაცებული მძევლების საპყრობილე იყო – ინფორმაციის დასადასტურებლად ისრაელის თავდაცვის ძალები ვიდეო მასალას აქვეყნებს

“ალ-შიფას” კლინიკა, ისრაელის ტერიტორიიდან გატაცებული მძევლების საპყრობილე იყო. ისრაელის თავდაცვის ძალები, საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებენ. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ “ჰამასის” წევრებს, 7 ოქტომბერს მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული ადამიანები “ალ-შიფაში” და როგორ მალავენ მათ კლინიკის სხვადასხვა განყოფილებებში.
ღაზის უდიდესი კლინიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილია კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სამედიცინო დაწესებულება, ტერორისტული ორგანიზაციის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას უკავშირდება. 10 მეტრის სიღრმის შახტი, 55 მეტრიან გვირაბს უერთდება, რომელიც ბრონირებული კარით სრულდება.
ტერორისტულ ორგანიზაციას და მის ინფრასტრუქტურას, ისრაელი საჰაერო დარტყმებით ამ დრომდე ანადგურებს. სახმელეთო კომპონენტი კი, ტერორისტული ორგანიზაციის მცირე დაჯგუფებების მიერ მოწყობილ ჩასაფრებებს ანეიტრალებს. ჯარისკაცებმა იუსტიციის სამინისტროს და უმაღლესი სასამართლოს შენობები აიღეს. თუმცა, “ცახალს” დანაკარგი აქვს. სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა 65 ჯარისკაცი დაკარგა.
გამოცემა The Times of Israel-ი ცნობით, თავდაცვის უწყებამ, ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევის გაგრძელების გეგმა დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთში მიღწეული წარმატების შემდეგ, “ცახალი” ყურადღებას სამხრეთ მიმართულებაზე გაამახვილებს.
ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, ირანის სულიერი ლიდერი ეხმაურება. აიათოლა ალი ხამენეი, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს აკრიტიკებს. მისი თქმით, ისრაელის მხარდაჭერით, ეს ქვეყნები მხარს რასობრივ დისკრიმინაციას უჭერენ. ირანის სულიერი ლიდერი მოუწოდებს მუსლიმურ ქვეყნებს, გარკვეული პერიოდით შეზღუდონ ისრაელთან ყველანაირი ურთიერთობა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალები “ჰამასთან” ერთად “ჰესბოლას” ინფრასტრუქტურასაც ანადგურებს. ლიბანის ტერიტორიიდან, უკანასკნელ პერიოდში, ისრაელის წინააღმდეგ შეტევების ინტენსივობამ საგრძნობლად იმატა. ჯამში, “ცახალის” ცნობით, ისრაელის მისამართით 1000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში