არქივი17 ნოემბერი, 2023, 05:06
ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბი აღმოვაჩინეთ
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.
„საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბის ინფრასტრუქტურა გამოაშკარავდა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, ასევე აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო განთავსებული.
„ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ "ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის" გავრცელებაში ადანაშაულებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.