ისრაელი ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც, როგორც თავდაცვის უწყება განმარტავს, 7 ოქტომბერს, ალ-შიფას საავადმყოფოში მძევლების შეყვანაა ასახული

ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფო “ალ-შიფას” სამეთვალყურეო სისტემებით გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა. ს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მასზე ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები “ჰამასის” წარმომადგენლებს საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
ამავე დროს, “ცახალი” ავრცელებს კლინიკის ქვეშ გადაღებულ კადრებსაც, სადაც გვირაბი ჩანს. ებრაელი სამხედროების თქმით, კადრები ადასტურებს, რომ “ჰამასი” საავადმყოფოს კომპლექსის შენობებს ტერორისტული ქმედებების დასაფარად იყენებს.
პარალელურად, ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიში გრძელდება. ამავე დროს, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანში, “ჰეზბოლას” ტერორისტულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საპასუხო იერიში მიიტანეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “ჰეზბოლამ” ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით, 1000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!