ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის დროს სამედიცინო მარაგი მივიტანეთ

ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის დროს სამედიცინო მარაგი მივიტანეთ, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ახალშობილთა ინკუბატორები, ბავშვთა საკვები და სამედიცინო მარაგი ალ-შიფაში მივიტანეთ. სამედიცინო ჯგუფები და არაბულენოვანი ჯარისკაცები ადგილზე იმყოფებიან, რათა უზრუნველყონ, რომ აღნიშნული მარაგი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, “ზუსტი და მიზანმიმართული“ ოპერაცია ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში ამ დრომდე გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ჯარები „ჰამასის“ წევრებს საავადმყოფოს გარეთ მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ და როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, სამხედროებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.