არქივი11 მაისი, 2024, 15:39
„ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა“ - reuters
ჩრდილოეთ ავღანეთში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამ პროვინციაში 153-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე ავრცელებეს.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თალიბანის ხელისუფლებამ ღამით ვერტმფრენები გაგზავნა მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ბევრი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ასევე, შეიქმნა სუფთა წყლისა და საკვების პრობლემა.
WHO-ის ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ოთხი სამედიცინო ცენტრი, ერთი კი განადგურდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.