არქივი12 მაისი, 2024, 12:54
ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 315-მდე გაიზარდა
ჩრდილოეთ ავღანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სოფლები გაანადგურა და, სულ მცირე, 315 ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს.
ამასთან, წყალდიდობამ დააზიანა ათასობით სახლი, გაანადგურა პირუტყვი.
„თალიბანის“ ეკონომიკის მინისტრმა, დინ მოჰამად ჰანიფმა გაერო-ს, ჰუმანიტარულ სააგენტოებს და კერძო ბიზნესს მოუწოდა, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დახმარება გაუწიონ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.