ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამ პროვინციაში 153-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბაღლანში, ტახარსა და ბადახშანში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 138 ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სტიქიის გამო ბევრი ადამიანი უსახლკაროდ გარეშე დარჩა, სერიოზულად დაზიანდა წყლისა და ნარჩენების მართვის სისტემები.
„შედეგები სერიოზულია, რამაც გამოიწვია ადამიანთა დაღუპვა და დაშავება. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება”, - განაცხადა ჯანმო-ს ავღანეთის ოფისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.