არქივი14 მაისი, 2024, 04:55
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა
ინდონეზიის დასავლეთ სუმატრის პროვინციაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიის გამო აუცილებელი გახდა 3 000-ზე მეტი ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაცია.
გამოცემა წერს, რომ დასავლეთ სუმატრის პროვინციაში სტიქიური უბედურებები ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რასაც რამდენიმე საათში ვულკანის ამოფრქვევა დაემატა.
პოლიციის ინფორმაციით, 17 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.