უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯორჯა მელონისა და პრეზიდენტ სერჯო მატარელას ხვდება.

ამის შესახებ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

ნიკიფოროვმა თქვა, რომ ზელენსკი მელონისთან შეხვედრას 9 იანვარს აპირებდა, 10 იანვარს კი მატარელას ხვდება.

ზელენსკის პრესმდივნის თქმით, ზელენსკი იტალიაში, მათ შორის, თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინირებას, უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, უკრაინის აღდგენაზე იტალიაში ამ ზაფხულს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას განიხილავს.

გარდა ამისა, ნიკიფოროვის თქმით, ერთ-ერთი სასაუბრო თემა დიდი შვიდეულის (G7) ფარგლებში თანამშრომლობაც არის, კერძოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თვალსაზრისით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა