ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 იანვარს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ხოლო პარასკევს, 10 იანვარს, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.
ნიკოფოროვის თქმით, ზელენსკი იტალიაში ისეთი საკითხების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა: თავდაცვითი მხარდაჭერა, უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია (რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება), მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევების კოორდინაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ასევე, ერთ-ერთი განსახილველი თემა შეეხება “დიდი შვიდეულის” ფარგლებში თანამშრომლობას, კერძოდ, კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.