არქივი15 იანვარი, 2025, 15:12
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ამასთან, ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას შეხვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.