WSJ: მომდევნო დღეებში საერთაშორისო წყლებში ირანული გემების დაკავებისთვის ემზადება

აშშ-ს AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებენ, 17 აპრილი, 2026აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) / Xგამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, -ს არმია მომდევნო დღეებში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერების ბორტზე ასვლისთვის და საერთაშორისო წყლებში მათი დაკავებისთვის ემზადება, რა შემთხვევაშიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ს საზღვაო ბლოკადა ახალ მასშტაბებს მიაღწევს.
ცნობისთვის, დღეს ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანული პორტების ბლოკადის გამო, ჰორმუზის სრუტის ხელახლა ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) განაცხადა, რომ “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა ორმა სწრაფმავალმა კატერმა” ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტანკერს ცეცხლი გაუხსნა. ხოლო გამოცემა Axios-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ შაბათს ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, სამ კომერციულ გემს დაესხნენ თავს.
WSJ-ს ცნობით, თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხის გაზრდის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზანია, რომ რეჟიმმა სრუტე გახსნას და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს.
17 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შეხვდებოდნენ და დაამატა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევას მომდევნო “ერთ-ორ დღეში” მოელოდა.
ტრამპი ასევე ირწმუნებოდა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზეც დათანხმდა. თუმცა, მოგვიანებით ირანის რეჟიმის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “სიცრუე” უწოდა.
ირანის მხრიდან ჰორმუზის ხელახალი ჩაკეტვის შემდეგ კი ტრამპმა აღნიშნა, რომ შაბათს თეირანმა “საყვარლობა” სცადა, თუმცა, მისი თქმით, თეირანთან მოლაპარაკებები გრძელდება. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ირანი აშშ-ს “შანტაჟს” ვერ შეძლებს.
პარალელურად, გამოცემა Axios ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შაბათს ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში განახლებული კრიზისისა და ირანთან მოლაპარაკებების შესახებ სიტუაციების მართვის ოთახში თავისი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
Axios: ტრამპმა დღეს თეთრ სახლში ირანის საკითხზე ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი წერს, რომ ირანთან დაკავშირებით ვითარება კრიტიკულ დონემდეა მისული იმ ფონზე, როცა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა სამ დღეში იწურება, ხოლო აშშ-სა და ირანის დელეგაციების შეხვედრისთვის საბოლოო თარიღი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.
გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ თუკი მალე თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებზე წარმატება არ იქნება, მომდევნო დღეებში შესაძლოა, ირანში ომი განახლდეს.
ამ ფონზე გამოცემა Associated Press-ს თავდაცვის სფეროს ორმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული USS Gerald R. Ford, ახლო აღმოსავლეთის წყლებს დაუბრუნდა.
AP: ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მანამდე კი გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მიზნით აფრიკის სანაპირო ზოლის შემოვლით ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება მესამე ამერიკული ავიამზიდი, USS George H.W. Bush-იც.
მედია: ახლო აღმოსავლეთისკენ მე-3 ამერიკული ავიამზიდი და დამატებითი ძალები მიემართებიან