ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტონიო კოშტა - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

ანტონიო კოშტა - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

ანტონიო კოშტას განცხადებით, რუსეთი მსოფლიოს ყურადღების უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში გადატანით სარგებლობს.

„ჯერჯერობით ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია და ეს რუსეთია. ის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად ფინანსურ რესურსებს იღებს. ის სარგებლობს იმით, რომ სამხედრო შესაძლებლობების სხვაგან გადატანა ხდება, მათი უკრაინაში გაგზავნის ნაცვლად“, - განაცხადა კოშტამ.

მისი თქმით, ევროკავშირმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უნდა დაიცვას.

„თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა ბომბებით არ მიიღწევა. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. დამატებითი ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.