ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო

ლა ლიგის მეხუთე ტურში „რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „ალავესი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი 74-ე წუთზე შევიდა მოედანზე და 90+8-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი ისაა, რომ მისმა თანაგუნდელმა ანდრე ალმეიდამ წითელი ბარათი მიიღო და მწვრთნელი ხოსე ლოპესი იძულებული იყო ტაქტიკური ცვლილება გაეკეთებინა.

„რასინგი“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მეცხრე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

სანტანდერი. „სარდინერო“
რასინგი - ალავესი 2:1
გოლები: 0:1 კოსკი (18), 1:1 ზაბირი (38), 2:1 ზაბირი (53)
გაძევება: ალმეიდა (89, რასინგი)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.