[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ლასკი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელები 34-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. 59-ე წუთზე უმარ დიაკიტემ გრაცელები ისევ წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და კომპენსირებულ დროში პენალტი ვერ გამოიყენა.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
კიტეიშვილი - Sofascore 6.4, Flashscore 6.4.
მამაგეიშვილი - Sofascore 7.8, Flashscore 7.5.
„შტურმი“ 11 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ „ლასკს“ 4 ქულით ჩამორჩება, 16 სექტემბერს ევროპა ლიგის საერთო ეტაპის პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს, 20 სექტემბერს კი ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში სტუმრად „ზალცბურგს“ შეხვდება.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ლასკი 2:1
გოლები: 1:0 მამაგეიშვილი (34), 1:1 დანეკი (45+3), 2:1 დიაკიტე (59)
გამოუყენებელი პენალტი: კიტეიშვილი (90+6, შტურმი)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.