ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, „არსენალი“ საკუთარ მოედანზე „სპორტინგს“ ფრედ (0:0) ეთამაშა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა (1:0) და ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ისევ სათადარიგო იყო.
„არსენალი“ ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ შეხვდება – 29 აპრილს და 5 მაისს.
ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი – სპორტინგი 0:0
– “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია – 10 მოგება და 2 ფრე.
– “არსენალმა” ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო და 19 აპრილს, პრემიერლიგის 33-ე ტურში სტუმრად “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება.