არქივი23 აპრილი 2026, 02:20
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
პორტუგალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „სპორტინგმა“ გასვლაზე „პორტუსთან“ ფრეს მიაღწია (0:0), ორრაუნდიანი დაპირისპირება 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო.
მეორე ფინალისტი ხვალ „ტორენსესა“ (მეორე ლიგა) და „ფაფეს“ (მესამე ლიგა) შეხვედრაში გაირკვევა. ფინალი 25 მაისს ჩატარდება.
პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - სპორტინგი 0:0
გაძევება: ვარელა (89, პორტუ)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.