ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

თბილისი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 4 ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) იასპარეზებს.
ფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაუპირისპირდება. გიორგიმ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს ვაზარით სძლია.
სამწუხაროდ, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ). გამოცდილი ძიუდოისტი ხორვატ დანი კლაკართან შებოჭვით დამარცხდა.
ცნობისთვის, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.