ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო

[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო

მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
ფინეთის ქალაქ ტამპერეში, "ნოკია არენაზე" ევრობასკეტის B ჯგუფის მეორე ტურში, ფინეთმა დიდი ბრიტანეთი 109:75 დაამარცხა.
მასპინძელთა ლიდერმა ლაური მარკანენმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. "იუტა ჯაზის" კალათბურთელმა 23 წუთში 43 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
მას მხარი აუბა გამოცდილმა თანაგუნდელმა სასუ სალინმაც, რომელმაც 23 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
დიდი ბრიტანეთიდან ლუკ ნელსონმა 20 წუთში საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა.
ამრიგად, ფინეთი ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, ისინი მორიგ შეხვედრას დღეს, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ, აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
დიდი ბრიტანეთი ორ ტურში ორი მარცხის შემდეგ, ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა, ისინი დღეს თბილისის დროით 17:30 საათზე შვედეთს დაუპირისპირდებიან.
სცენარი, რომელიც ჩიკაგო ბულსს ჭაობიდან ამოიყვანს
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.