ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუპერმატჩი ევრობასკეტზე - თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

სუპერმატჩი ევრობასკეტზე - თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ევრობასკეტის მე-5 ტურში, A ჯგუფში, თურქეთის ნაკრებმა ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრები 95:90 დაამარცხეს.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდს ეტყობოდა რომ გამარჯვების მოპოვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სურდათ.
უნდა ითქვას ისიც, რომ სერბეთის ნაკრებს ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბოგდან ბოგდანოვიჩი ვერ ეხმარებოდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალფერენ შენგუნი გახდა, ახალგაზრდა თურქმა კალათბურთელმა 36 წუთში 28 ქულა, 13 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეინ ლარკინმაც, გამოცდილმა გამთამაშებელმა 23 ქულა, 2 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა.
სერბეთის ნაკრებისა და მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა 33 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, 10 ქულით A ჯგუფის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა, ერგინ ათამანის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის მერვედფინალში შვედეთს დაუპირისპირდება.
სერბებმა ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში ლაური მარკანენის ფინეთის ნაკრებს შეხვდებიან.
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
"დენვერის" დაუჯერებელი ქამბექი - "ოკლაჰომამ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო
"დენვერმა" სერიის მე-7 მატჩში "კლიპერსი" დამაჯერებლად დაამარცხა
ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ასე ერთობა ნიკოლა იოკიჩი ჩინეთში
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.