[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
![[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა](/wp-content/uploads/2025/08/screenshot-2025-08-31-230728-1756667344-bt3K0c.png)
ევრობასკეტის მესამე ტურში, D ჯგუფში, ისრაელის ნაკრებმა სენსაცია შემოგვთავაზა. არიკ შივეკის გაწვრთნილმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 13 ქულით დაამარცხა!
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ისრაელის ნაკრების ლიდერი დენი ავდია გახდა, "პორტლენდის" კალათბურთელმა 26 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
დამარცხებულთა რიგებში ზაკარი რისაშემ 24 წუთში საკუთარ გუნდს 14 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
ამრიგად, საფრანგეთის ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე პირველი მარცხი განიცადა, "მამლები" ჯგუფში მეორე ადგილზეა, ფრანგები მორიგ შეხვედრას 2 სექტემბერს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ისრაელი ჯგუფს ლიდერობს და 2 სექტემბერს ბელგიას დაუპირისპირდება.
მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
დეტალური განხილვა - ქართველი კალათბურთელების შეფასება
საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
"წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი "ხულიგანს" ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს" - ესპანეთი გაოგნებულია
მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
დეტალური განხილვა - ქართველი კალათბურთელების შეფასება
იანისის ლიდერობით - საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.