არქივი10 აპრილი, 2026, 10:30
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსმა" "მაიამი ჰიტი" 128:114 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
"ტორონტოდან" საუკეთესო ბრენდონ ინგრამი გახდა, გამოცდილმა კალათბურთელმა 20 ქულა დააგროვა.
სანდროს "რაპტორსი" 45 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. "ტორონტო" რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრას 11 აპრილს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.