ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ დაჯაბნა და 2:0 დაამარცხა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და დუემ გრავენბერხისგან რიკოშეტით მამარდაშვილის კარი დალაშქრა. პარიზელებმა შეტევები გააგრძელეს, თუმცა მეტოქეს ზონები კარგად ჰქონდა გადაკეტილი და გარკვეული პერიოდის მანძილზე მომენტების შექმნა უჭირდათ. კვარაცხელიას შანსი 32-ე წუთზე მიეცა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი, რომელიც მაკ ალისტერს მოხვდა, გიორგიმ მოიგერია. ცოტა ხანში ქართველმა ერთი ერთზე გასულ დუესაც არ გაატანინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააგრძელა, ხელსაყრელი პოზიციიდან დემბელემ ვერ უწია მიზანს, მერე კი ხვიჩამ ნევეშის გადაცემა მიიღო, დრიბლინგით გრავენბერხი ჩამოიცილა, მამარდაშვილსაც გასცდა და ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. მორიგი იერიშისას „მამარდამ“ ახლო მანძილიდან ჰაკიმის დარტყმული ბურთი მოიგერია. ბოლოს დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ - 2:0.
ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში 13 გოლი და 8 საგოლე პასია.
საპასუხო დაპირისპირება „ენფილდზე“ 14 აპრილს გაიმართება.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 დუე (11), 2:0 კვარაცხელია (65)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.