არქივი6 აპრილი, 2026, 08:00
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსი" "ბოსტონ სელტიქსთან" 101:115 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი არაზუსტად ისროლა.
"ტორონტოში" ყველაზე შედეგიანი ჯეიკობ უოლტერი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.
"ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებით და 35 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 8 აპრილს, "მაიამისთან" გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.