ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა

ბუნდესლიგის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „მაინცთან“ 0:2 დამარცხდა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. მას მეორე ტაიმში ორი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარე დანიელ ბაცმა არ გაატანინა. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.3, Flashscore 7.0, whoscored 6.4.
ზივზივაძემ ამ სეზონში ჩემპიონატის 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატი 26 ქულით ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ტიცი (7), 0:2 ამირი (43)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.