ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში

MLS-ის მორიგ ტურში მაიამის "ინტერმა" "ცინცინატი" 5:3 დაამარცხა, სტუმართა რიგებში ლიონელ მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა.
ლეომ შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა, დენკიმ სხვაობა აღადგინა, ბუჩამ კი "ცინცინატი" წინ გაიყვანა, 55-ე წუთზე "ლა პულგამ" დუბლი შეასრულა, 64-ე წუთზე "ცინცინატიმ" მესამე გოლი გაიტანა, ლეომ კი საგოლე პასი შეასრულა და სილვეტის გაატანინა, ბერტერამემ "მაიამი" დააწინაურა, 89-ე წუთზე კი ჩელენტანომ საკუთარ კარში გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
მიმდინარე სეზონში ლიონელ მესის ანგარიშზე MLS-ში 12 მატჩში 11 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასია.
მაიამის "ინტერი" სატურნირო ცხრილში 25 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ნეშვილს" 2 ქულით ჩამორჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.