პირველი ტიამის ორმა შედეგიანმა კუთხურმა ბათუმის “დინამო” ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩის მთლიან სურათში. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ზედიზედ მე-2 თამაში მოიგეს და ფსიქოლოგიურ წნეხს ცოტათი მაინც დააღწიეს თავი.
ვერ ვიტყვით, რომ “სამგურალი” გულხელდაკრეფილი იყო, მაგრამ ორგანიზებულად და კომბინაციურად მოთამაშე ბათუმელების წინააღმდეგ გიორგი ონიანის გუნდს საკმარისი არგუმენტები არ აღმოაჩნდა.
მასპინძელთა გამარჯვებაში 3 “ასისტით” დაიდო წილი ალბანელმა პლეიმეიკერმა მარამ. შედეგიან სეზონს ატარებს მცველი კალანდარიშვილი, რომელიც ბომბარდირებს შორისაა…
მომდევნო ტურში ბათუმის “დინამო” ტყიბულის “მეშახტეს” უმასპინძლებს (16 მაისი), ხოლო “სამგურალი” “სპაერს” მიიღებს (17 მაისი).
დინამო (ბთ)-სამგურალი 3:1
გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (22, მარას პასით), 2:0 კობახიძე (35, მარას პასით), 3:0 გ. კოხრეიძე (56, მარას პასით), 3:1 პაპავა (71)
დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი, ჯაფარიძე (ფუტკარაძე 62), მილჩენკო (ხოზრევანიძე 80), კირკიტაძე (აბუსელიძე 80), მარა, წულუკიძე, მანდრიჩენკო (გ. კოხრეიძე 53)
სამგურალი: კუტალაძე, გეგეჭკორი, შათირიშვილი, რიანი, ჟან კარლოსი (ჩხეტიანი 84), ჯანჯღავა (აფციაური 68), ვინისიუსი, ცეცხლაძე (გოგია 68), ჯეფინიო (პაპავა 46), ველისოლი, სებოლინია (გოგოლაშვილი 68)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი
