VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ…

სატურნირო ცხრილის მეზობლების თამაში დიდად საინტერესო ვერ გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა, მაგრამ ეს გოლების გასატანად საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, ტურში ერთადერთი უგოლო ფრე სწორედ წყალტუბოში დაფიქსირდა.
ლევან პაპავას თამაშის დასკვნით ნაწილში ორჯერ შეეძლო ყოფილი გუნდის დამწუხრება, მაგრამ ერთ შემთხვევაში მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ ივარგა, ხოლო შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა.
სატურნირო ცხრილს რაც შეეხება, “სამგურალი” და “სპაერი” მეზობლებად რჩებიან, ამას გარდა, წყალტუბოელები კვლავ პლეი-აუტის ზონაში არიან, რაც, ვფიქრობთ, კლუბის ხელმძღვანელობას უნდა აღელვებდეს და სიტუაციის გამოსწორებაზე მსჯელობდეს.
მომდევნო ტურში ორივე გუნდს მძიმე თამაში ელის. 21 მაისს “სპაერი” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს, ხოლო “სამგურალი” იმავე დღეს “რუსთავს” ესტუმრება. ტურის პირველ დღეს კი, 20 მაისს, ეს თამაშებია: “მეშახტე”-“ტორპედო”, “იბერია 1999”-“გაგრა”, “დილა”-“დინამო” (თბ).
სამგურალი-სპაერი  0:0
სამგურალი: კუტალაძე, გეგეჭკორი, შათირიშვილი, პაბულო რიანი, შერგელაშვილი, ჯანჯღავა (აფციაური 77), ვინისიუსი, ველისოლი (ნ. ცეცხლაძე 46), ჯეფერსონი (პაპავა 46), ჟან კარლოსი (ჩხეტიანი 84), სებოლინია (გოგოლაშვილი 77)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, მატენჯვა (გოლუბიანი 79), ასკურავა (ბასილაშვილი 83), თ. ცეცხლაძე, ცირდავა, გ. ცეცხლაძე (ფონიავა 74), ლ. კოხრეიძე
არბიტრი: ირაკლი ხერხაძე