ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს

U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს

2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა.
პოლონეთთან 0:3 წაგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მობილიზება და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრები ნიკოლაიშვილმა დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა ჩიქოვანმა კი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დღეს მონტენეგრომ პოლონეთს 1:0 მოუგო და ჯგუფში გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა.
ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონტენეგროსთან ჩაატარებს.
საქართველო - სლოვაკეთი 2:0
გოლები: 1:0 ნიკოლაიშვილი (67), 2:0 ჩიქოვანი (90)
საქართველო: ხელაშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ტყეშელაშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე,
ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 59), ბერელიძე, ნაჭყებია (წულაია 75), სალია (ჩიქოვანი 82)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.