U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს [VIDEO]
![U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/1657f2bdb437e060dadbe5bf24164480-IuNioN.jpeg)
2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა.
პოლონეთთან 0:3 წაგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მობილიზება და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრები ნიკოლაიშვილმა დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა ჩიქოვანმა კი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დღეს მონტენეგრომ პოლონეთს 1:0 მოუგო და ჯგუფში გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა - 4 ქულით ლიდერი მონტენეგროა, პოლონეთს და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო 1 ქულით აუტსაიდერი სლოვაკეთია. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.
ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონტენეგროსთან ჩაატარებს.
საქართველო - სლოვაკეთი 2:0
გოლები: 1:0 ნიკოლაიშვილი (67), 2:0 ჩიქოვანი (90)
საქართველო: ხელაშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ტყეშელაშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 59), ბერელიძე, ნაჭყებია (წულაია 75), სალია (ჩიქოვანი 82)
ჩვენ რომც მოვიგოთ,პოლონეთი სლოვაკებს მოუგებს ა მეორეზე დავრჩებით.17 წლამდელები კი,ლიტვასთანაც დამარცხებულან 0-3!როგორ დავიჯერო,რომ ასე სუსტი თაობა მოდის!
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.