ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 46:28 დაამარცხა.
სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 13:5 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენმა გუნდმა, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა, თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა და პირველი ტაიმი 17:16 მოიგო. შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველი მორაგბეები უკვე დომინირებდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
სამ-სამი ლელო ტაბუცაძე და კარკაძემ, თითო-თითო კი აბულაძემ და ლობჟანიძემ გაიტანეს. ტაბუცაძე 50 ლელოთი მსოფლიოს მელელოვეთა ექვსეულში შევიდა და ლეგენდარულ ანდერვუდს გაუთანაბრდა!
"ბორჯღალოსნები" ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებულები.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო - ესპანეთი 46:28
საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.