ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Time Out Abudhabi-ის გამოკითხვაში თბილისი მსოფლიოს 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქს შორის დასახელდა

Time Out Abudhabi-ის გამოკითხვაში თბილისი მსოფლიოს 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქს შორის დასახელდა

სამოგზაურო გამოცემა Time Out Abudhabi-ს გამოკითხვაში, თბილისი საუკეთესო კულტურულ ქალაქებს შორის დასახელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემამ 18,500 მკითხველს შეკითხვით მიმართა, თუ რომელია მსოფლიოში გამორჩეული ქალაქები ხელოვნებით, თეატრით, მუსიკისა და სხვა კულტურული მიმართულებით.
სიაში თბილისთან ერთად პარიზი, ფლორენცია, ამსტერდამი, ბარსელონასა, ლისაბონი და სხვა ტურისტულად ცნობილი ქალაქები მოხვდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.