არქივი27 მაისი, 2025, 15:53
თბილისი მსოფლიოს 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქს შორის დასახელდა - Time Out Abudhabi

სამოგზაურო გამოცემა Time Out Abudhabi-ს გამოკითხვაში თბილისი საუკეთესო კულტურულ ქალაქებს შორის დასახელდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემამ 18 500 მკითხველს შეკითხვით მიმართა, თუ რომელია მსოფლიოში გამორჩეული ქალაქები ხელოვნებით, თეატრით, მუსიკისა და სხვა კულტურული მიმართულებით.
სიაში თბილისთან ერთად პარიზი, ფლორენცია, ამსტერდამი, ბარსელონასა, ლისაბონი და სხვა ტურისტულად ცნობილი ქალაქები მოხვდნენ.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.