ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრმა გამოცემამ დაწერა და ბევრმა ყოფილმა ფეხბურთელმა ისაუბრა.

ქართველზე ასევე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა:

"ვფიქრობ, პსჟ-ში გადასვლამ მისი თამაში კიდევ უფრო შორს წაიყვანა და უფრო განვითარდა. ჩემთვის ის ჩემთვის ის ტოპ ხუთ ფეხბურთელში შედის. ხვიჩა სულ უფრო უკეთესი ხდება და ისეთი მოთამაშეების დონეზეა როგორებიც არიან მო სალაჰი, ვინისიუსი, საკა, როდრიგო და რაფინია. ასევე რაფაელ ლეაოს ვიტყოდი.

მისი თამაში ჯორჯ ბესტს მაგონებს. ის ისეთივე სწრაფი და დინამიურია, ორივე ფეხით თამაშობს. არ ვიცი მისი კარიერა როგორ წავა და სადამდე მივა, თუმცა ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა საუთგეიტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.