ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Times of Israel: კატარმა ბლინკენს ჰამასის ლიდერების გაძევება ოქტომბერში შესთავაზა

The Times of Israel-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს ენტონი ბლინკენს ჰამასის ლიდერების ქვეყნიდან გაძევება 13 ოქტომბერს შესთავაზა. როგორც ცნობილია, ბლინკენმა ალ თანისთან შეხვედრისას თქვა, რომ ჰამასმა მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს, თუმცა ომის შემდეგ ჰამასთან თანამშრომლობა არ უნდა გაგრძელდეს.
ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან 5 დღეში კატარის ემირმა და ენტონი ბლინკენმა დახურულ კარს მიღმა 7 ოქტომბრის თავდასხმაზე და ისრაელის შესაძლო პასუხზე ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ემირის კითხვას, მოითხოვდა თუ არა აშშ ჰამასის ლიდერების გაძევებას პირდაპირ არ უპასუხა. ბლინკენის თქმით, კატარს ჰამასთან არსებული კავშირების გამოყენება მხარეებს შორის მედიაციაში და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების პროცესში შეეძლო.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰამასის რამდენიმე ლიდერი ამ დრომდე კატარის ტერიტორიაზე იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.