ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს პენტაგონში შეხვდება
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი მომავალ კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უმასპინძლებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა ლოიდ ოსტინის მოწვევით გაიმართება.
The Times of Israel-ი წერს, რომ ლოიდ ოსტინსა და იოავ გალანტს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ ეხება შეთანხმებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა - ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ - სატელეფონო საუბრისას მიაღწიეს და რომელიც ვაშინგტონში ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების გაგზავნას ითვალისწინებს, რათა მხარეებმა ისრაელი-ჰამასის ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილონ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.