ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი - ისრაელმა „ჰამასის“ პირობები უნდა მიიღოს

ისრაელმა „ჰამასის“ პირობები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოჰამედ ნაზალიმ განაცხადა.
„მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. ბოლო დღეებში იგი ჩიხში შევიდა, მაგრამ კატარი და ეგვიპტე მის გასაგრძელებლად ბევრს მუშაობენ“, - განაცხადა ნაზალიმ.
მოჰამედ ნაზალიმ ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ეგვიპტესთან და კატართან თანამშრომლობას ცდილობს.
„ჰამასი შუამავლებს პასუხობს და პოზიტიურ თანამშრომლობას ცდილობს, მაგრამ ნეთანიაჰუ ურთიერთგაგების პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენს. მოლაპარაკებები იქამდე არ შეჩერდება, სანამ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ პირობებს არ მიიღებს“, - აღნიშნა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.