ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Guardian: თბილისში "ტრამპ თაუერი" აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის შვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენდება

The Guardian: თბილისში "ტრამპ თაუერი" აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის შვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენდება

თბილისში დაგეგმილი "ტრამპ თაუერი" იმ მიწაზე აშენდება, რომელიც ამჟამად აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის შვილის საკუთრებაშია. ამის შესახებ The Guardian-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები ახალ შეშფოთებას გამოიწვევს ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტთან დაკავშირებით.

სანქციების რეჟიმის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება, გადახდების დამუშავება ან ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად მომსახურების გაწევა ავტორიზაციის გარეშე, მაგრამ არსებობს გამონაკლისი მის მიერ კონტროლირებად ბიზნესებთან დაკავშირებით," - წერია The Guardian-ის სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ოთხი ქართული კომპანია - Archi Group, Biograpi Living, Blox Group და Finvest Georgia, აშშ-ში დაფუძნებულ Sapir Organization-თან ერთად, რომელიც ტრამპის დიდი ხნის პარტნიორია, პარტნიორობას იწყებს Trump Organization-თან საქართველოში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობის პროექტისთვის.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ამ კომპანიების ან მათი დირექტორების მიმართ სანქციები არ არის დაწესებული.

სრული სტატია იხილეთ მითითებულ ბმულზე: www.theguardian.com

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.