ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ჩინეთი საფრანგეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის

Reuters - ჩინეთი საფრანგეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის

ჩინეთი საფრანგეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ იი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს, ემანუელ ბონეს შეხვდა.
„მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი ორმხრივი ურთიერთობებისთვის მყარ პოლიტიკურ გარანტიებს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მხარეებმა „უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და გლობალური მმართველობის სისტემის საკითხები განიხილეს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.