გაერო-ში -ის წარმომადგენელი – აშშ ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის მზად არის

აშშ ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის მზად არის, – ამის შესახებ გაერო-ში -ის წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ ვენესუელის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში ნარკოკარტელებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობას აქტიურად ებრძვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ გასანადგურებლად აშშ-ის სრულ ძლიერებას გამოიყენებს. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ნარკოკარტელებს, რომლებიც ამერიკის ქუჩებს თავიანთი პროდუქციით ავსებენ და ამერიკელებს კლავენ“, – განაცხადა ჯონ კელიმ.
ამასთან, კელიმ აღნიშნა, რომ აშშ ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარებს და მას „სასტიკი ნარკოტერორისტული დაჯგუფების, Cartel de Los Soles-ის ხელმძღვანელი“ უწოდა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვენესუელამ „კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო აქტივობის ესკალაციის შესაჩერებლად“ მოიწვია, კარაკასის წარმომადგენელმა, სამუელ მონკადამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აშშ თავდასხმას გეგმავს.
„ვაშინგტონის მტრული მოქმედებებისა და რიტორიკის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა იმ ვითარების წინაშეა, როდესაც გონივრულია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ვენესუელაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდება“, – აღნიშნა ვენესუელის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…