მარკო რუბიოს განცხადებით, სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის.
„ჩვენ რუსებთან შეხვედრა კვლავ გვსურს. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან კარგი საუბარი მქონდა და ამ საკითხს კვლავ განვიხილავთ. ჩვენ კავშირით ყოველთვის დაინტერესებულები ვართ, თუ ეს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესება მოულოდნელი არ ყოფილა.
„პრეზიდენტი უკვე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პროგრესს ვერ მივაღწევდით, მაშინ მას რაღაცის გაკეთება მოუწევდა. დღეს მან რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ – დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ 34 შვილობილი კომპანია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან