ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს

შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მზადებამ პროგრესი განიცადა და შეგვიძლია მომავალი კვირისთვის რაიმეს ველოდოთ“, - განაცხადეს დიპლომატებმა.
დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ასეული ინსტრუქტორის გაგზავნამდე საფრანგეთი მისიის შესაფასებლად ინსტრუქტორებს შეზღუდული რაოდენობით გაგზავნის.
მათივე თქმით, წვრთნების დროს აქცენტი განაღმვით სამუშაოებზე, დასავლეთის მიერ გადაცემული აღჭურვილობის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სამხედრო თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპერტიზაზე გაკეთდება. ასევე, პარიზი უკრაინის მოტორიზებული ბრიგადის შეიარაღებასა და წვრთნებს დააფინანსებს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთში, ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.