გენერალი სირსკი: საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად

საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების მოლაპარაკების შემდეგ.
სირსკის თქმით, მან უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ უკრაინის სასწავლო ცენტრები, ასევე გაეცნონ მათ ინფრასტრუქტურას და პერსონალს.
„მე მჯერა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება წაახალისებს სხვა პარტნიორებს, შეუერთდნენ ამ ამბიციურ პროექტს“, – წერს სირსკი.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში Reuters-ს განუცხადეს, რომ უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხი ჯერ კიდევ მუშავდება.
„როგორც არაერთხელ აღინიშნა, უკრაინის მიწაზე სწავლება არის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განიხილება პრეზიდენტის მიერ 26 თებერვალს მოწვეული უკრაინის მხარდაჭერის კონფერენციის შემდეგ. როგორც მაშინ განხილული ყველა პროექტი, ეს პროექტი რჩება უკრაინელებთან მუშაობის საგანი, კერძოდ, მათი ზუსტი საჭიროებების გასაგებად“, – აცხადებენ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.
თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო პირველი დასავლელი ლიდერი, რომელმაც აღიარა უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს შეიძლება მოხდეს ოდესის ან კიევის აღების საფრთხის შემთხვევაში. საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ არ იქნება საუბარი ფრანგი სამხედროების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში ფრონტის მოწინავე ხაზზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია