საფრანგეთმა, შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს

საფრანგეთმა, შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. როგორც “როიტერი“ სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირას, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გამოაცხადოს.

როგორც დიპლომატებმა “როიტერს“ განუცხადეს, საფრანგეთი იმედოვნებს, შექმნას და უხელმძღვანელოს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი შიშობს, ამან შესაძლოა, რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი უფრო სავარაუდო გახადოს.

“როიტერის“ ცნობით, საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს. წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე. საფრანგეთი ასევე დააფინანსებს, შეაიარაღებს და გაწვრთნის უკრაინის მოტორიზირებულ ბრიგადას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს გეგმავს ჩასვლას საფრანგეთში, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც