არქივი10 ივლისი, 2024, 13:56
Reuters - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს დოჰაში განახლდება და მასში მონაწილეობას ეგვიპტის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები მიიღებენ.
„თანხმობა ბევრ საკითხზე არსებობს“, - განაცხადა წყარომ.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობები განიხილა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.